ე. წ. ციანიდის საქმე

პროკურატურა: დეკანოზი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო შპს-ის მამაოდ

ნეტგაზეთი

პროკურატურა აცხადებს, რომ ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი მამალაძე "სხვადასხვა შპს-ის მამაოდ" იყო გაფორმებული და ხელფასს იღებდა.

"ბრალდებული გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში გაფორმებული იყო შპს-ის მამაოდ. ყოველთვიურად იღებდა სხვადასხვა რაოდენობის ხელფასს და მათ შორის, საახალწლოდ  - პრემიებსაც. ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს სხვადასხვა სასულიერო მოღვაწეობა განეხორციელებინა, ის დაკავებული იყო ანგარებით და უსაფუძვლო გამდიდრებებით, მათ შორის, საპატრიარქოს ქონების მეშვეობით", - აცხადებს პროკურორი ზვიად გუბელიძე. 

ადვოკატები აცხადებენ, რომ მღვდელი მამალაძე შემოწირულობებს იღებდა და მათთვის გაუგებარია რას ნიშნავს "შპს-ის მამაო".

"შპს-ის მამაო - ასეტი სტატუსი მე არ გამიგია. შპს-ს დირექტორი და დამფუძნებელი ვიცი", - აცხადებს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

კომენტარები