12 ივლისს, თბილისის 10 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Creative commons

ხვალ, 12 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის, სამგორის, ისნის, ვაკის, დიდუბის, კრწანისის, საბურთალოს, გლდანის, ჩუღურეთის და მთაწმინდის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხაძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, ივერიელის, კაკაბეთის, ხარაბაძის, ტატიშვილის, ანდღულაძის, ორბელების და ჯიქიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხიშვილის, ხარაგაულის, სამრეკლოს, ცუცქირიძის, ლომოურის, სპარტაკის, ახვლედიანის, გიორგი წერეთლის, ავლაბრის, ალვანის, სამოქალაქოს, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსეს და კალატოზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ჩეხოვის, ისნის, ფერიცვალების და მეტეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერწმის, ბოგდან ხმელნიცკის, სახალხოს, ხევის, ჩარხის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ქიაჩელის, მელიქიშვილის და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, კედიას, თევდორე მღვდლის, ევდოშვილის, ცემის, სოხუმის და ზუგდიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის შესახვევის და გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და კვინიტაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიქოძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბანოს ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიუმას, პუშკინის და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები