არჩევნები 2017

"ალექსანდრე ვარ ელისაშვილი და მე გადავწყვიტე ვიყო დამოუკიდებელი კანდიდატი"

დედაქალაქის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს. გუდიაშვილის ბაღში შეკრებილი მხარდამჭერებისა და ჟურნალისტების წინაშე, ელისაშვილმა მისი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის უპირატესობებზე ისაუბრა. 

ელისაშვილმა ამომრჩეველს უფრო მეტი ბერკეტი სთხოვა, ვიდრე მას საკრებულოს დეპუტატის მანდატი აძლევს. დამოუკიდებელი კანდიდატი ამბობს, რომ ის "ახირებული მარტოკაცი" არ არის და ზურგს იდეის გარშემო შეკრებილი ადამიანები უმაგრებენ. 

ელისაშვილმა ასევე თქვა, რომ ის არ აპირებს "ანგარიში ჩააბაროს სოლოლაკის სასახლეს, ან კიევში აგზავნოს დეპეშები". 

"ალექსანდრე ვარ ელისაშვილი და მე გადავწყვიტე ვიყო მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი. მე გადავწყვიტე ვიყო დამოუკიდებელი, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ცხოვრების ბოლომდე ვიყო დამოკიდებული მხოლოდ ხალხზე. ჩემი გამარჯვება არის დამოკიდებული მხოლოდ თქვენზე", - თქვა ელისაშვილმა.

კომენტარები