ოკუპაცია

დონდუა: გვაშფოთებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები

ტაბულა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დიპლომატებს შეხვდა და რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე ესაუბრა. დონდუამ შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლოდროს განვითარებული მოვლენების გამო.

"გვაშფოთებს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხელოვნური ბარიერების, მავთულხლართების გავლება - ამ პროცესის გაგრძელება, რაც კიდევ უფრო ართულებს იქ დარჩენილი ქართველი მოსახლეობის მდგომარეობას. გვაშფოთებს ის გახშირებული დაკავებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. გვაშფოთებს რუსეთის შეიარაღებული ძალების გამალებული მილიტარიზაცია. ასევე, გვაშფოთებს, რომ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ აპირებს გალის რაიონში დროებითი დოკუმენტების დარიგებას ქართველი მოსახლეობისთვის", - მინისტრის მოადგილემ.

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი 4 ივლისს გადმოწიეს.

კომენტარები