ხანძარი

შერატონ მეტეხი პალასის სარდაფში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 მუშა დაშავდა

შერატონ მეტეხი პალასის სარდაფში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 მუშა დაშავდა. ისინი, სავარაუდოდ, კვამლისგან მოიწამლნენ.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, დამწვარია ვენტილაციის სისტემის 1 კვადრატული მეტრი.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კომენტარები