ტერორიზმი

ნიგერიაში მომხდარ 4 აფეთქებას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა

Premium Times

ნიგერიაში, ქალაქ მაიდუგურის მიმდებარედ რამდენიმე აფეთქებას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხ ადგილას განახორციელეს.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

თავდასმის უკან, სავარაუდოდ, დაჯგუფება ბოკო ჰარამი დგას, რომელიც ბოლო წლებში, ნიგერიაში მომხდარ არაერთ ტერაქტზეა პასუხისმგებელი.

კომენტარები