ოკუპაცია

კვირიკაშვილი: ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას

gov.ge

"ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას" - ამის შესახებ საქართველოს პრემიემრინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და ამ საკითხში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას. პერმანენტულ ხასიათს ატარებს საოკუპაციო ხაზის გამაგრება მავთულხლართებით, ხელოვნური ბარიერებით თუ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნებით. მაქსიმალურად არის შეზღუდული თავისუფალი გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე, იხურება ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, კვლავაც გრძელდება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის საბაბით ადამიანების დაკავებისა და გატაცების ფაქტები. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა კიდევ უფრო ეფექტიანი, ხოლო სამშვიდობო პროცესი თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული იყოს. ამ საქმეში ტრადიციულად გადამწყვეტი როლი ენიჭება ევროკავშირის პროაქტიულ ჩართულობას. მინდა დღეს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მოგმართოთ ყველას და განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ ეს ჩვენთვის უმთავრესი, ნომერ პირველი საკითხია. ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას," - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები