ავტოსაგზაო შემთხვევა

ვაკის პარკთან მომხდარ ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

Getty Images

ვაკის პარკთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ემსხვერპლა. შსს-ის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები