ოთარ აბესაძის საქმე

პროკურორი: ტორტი და პატივისცემები აბესაძეს მერიის სხვა თანამშრომლებისთვის უნდოდა

0 კომენტარი

ოთარ აბესაძის საქმის პროკურორი ირაკლი მარშანია, საქმეში არსებულ ჩანაწერებზე საუბრობს და ამბობს, რომ ჩანაწერებში ნახსენები "ტორტი" მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისთვის იყო განკუთვნილი. პროკურორი ტორტის გარდა მერიის სხვა თანამშრომლებისათვის განკუთვნილ "პატივისცემებზეც საუბრობს".

„ჩანაწერებში ნახსენები ტორტი და სხვა პატივისცემები, განკუთვნილი იყო მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისთვის“.- ამბობს მარშანია.

თბილისის მერიის თანამშრომელს ოთარ აბესაძეს სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით, ოთარ აბესაძე ორი დღის წინ დააკავა. მას გამოძიება 3000 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის მოთხოვნას და აღებას ედავება. აბესაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

ოთარ აბესაძე ქართული ოცნების აქტიური წევრია 2012 წლიდან. ის ხელმძღვანელობდა კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას და იკავებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩევლის პოსტს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები