ნარკოდანაშაული

სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. "ბახალა" სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 


ფოტო: ტაბულა


ფოტო: ტაბულა

მასახიობი 2017 წლის იანვარში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (0,3726 გრამი) ბუპრენორფინის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის წაუყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მისი მტკიცებით, ნარკოტიკი პოლიციელებმა დასჯის მიზნით "ჩაუდეს". მის მხარდასაჭერად, გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა.

კომენტარები