აშშ-საფრანგეთი

ტრამპი: აშშ-სა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა

TIME

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-სა და საფრანგეთის ურთიერთობები მისი და მაკრონის შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო განმტკიცდა. 

"ძალიან კარგი საღამო გავატარეთ პრეზიდენტ მაკრონთან და ქალბატონ მაკრონთან. ეიფელის კოშკზე ავედით, რომ გვევახშმა. აშშ-სა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა", - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე. 

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა ახლო აღმოსავლეთის კრიზისი და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხი განიხილეს.

დღეს კი დონალდ ტრამპი ბასტილიის აღების დღისადმია მიძღვნილ სამხედრო აღლუმში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები