მიანმარი

მიანმარის დედაქალაქი, რომელიც ზომით ლონდონს ოთხჯერ აღემატება ცარიელია

20-ზოლიანი მაგისტრალი ნიაფიიდოს ცენტრში
Getty

სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რესპუბლიკა მიანმარის დედაქალაქი ნაიფიიდოს ფართობი 7 ათასი კვადრატული კილომეტრია, რაც ლონდონის ფართობს ოთხნახევარჯერ აღემატება. ქალაქი ამ ფართობის, 20-ზოლიანი ავტომაგისტრალების, ათობით მუზეუმის, სავაჭრო ცენტრისა და თეატრების მიუხედავად მეტწილად ცარიელია, მისი მოსახლოება დაახლოებით 900 ათასს შეადგენს. ამ მაჩვენებლით ის თბილისსაც ჩამორჩება. 

მიანმარის დედაქალაქი რეპრესიულმა სამხედრო რეჟიმმა იანგონიდან 2005 წელს გადაიტანა. ქალაქის აშენება დაახლოებით $5 მილიარდი დოლარი დაჯდა. ნაიფიიდო შედგება საცხოვრებელი უბნებისგან რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ დღესვე რამდენიმე მილიონი მოსახლის დატევა, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობს. რეპრესიული რეჟიმისა და მძიმე სოციალური ფონის გამო მოსახლეობა ახალ ქალაქში გადასვლას არ ჩქარობს. ქალაქში გრანდიოზული სამხედრო აღლუმების გამართვუსთვის სპეციალური ინფრასტრუქტურაა შექმნილი.

ნაიფიიდო პიკი-საათში

მიანმარს (წარსულში ბირმა) 1962 წლიდან 2011 წლამდე სამხედრო ხუნტა მართავდა, რომელმაც 1988 და 2007 წლების დემოკრატიული მოძრაობები სასტიკად ჩაახშო. სამხედრო რეჟიმი ქვეყნის მართვის სადავეებს დღემდე არ უშვებს ხელიდან, რადგანაც 2008 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით ქვეყნის პარლამენტის 25% სამხედროებს გადაეცათ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების (მინისტრების დანიშვნა, კონსტიტუციის შეცვლა) მხოლოდ ხმათა 75%-ზე მაღალი უმრავლესობითაა შესაძლებელი.

მიანმარი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, ის საერთაშორისო გამჭვრივალობის 2016 წლის კორუფციის ინდექსში 176 ქვეყნიდან 136-ე ადგილზეა.

კომენტარები