ავარია ტრაბზონთან

ტრაბზონთან მომხდარ ავარიაში დაშავებულ მშობელს კიდურის ამპუტაცია ჩაუტარეს

0 კომენტარი
ფოტო: haberturk.tv

ქართული ცეკვის ანსამბლი ტრაბზონის მახლობლად ავარიაში მოყვა. ავტობუსი, რომელსაც ბავშვთა ცეკვის ანსამბლი ლამპარი ბულგარეთში გასტროლზე მიყავდა ამობრუნდა. ავარიის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა და ისინი რეგიონის 4 სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. 

ავარიის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულ მშობელს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. 

ავარიის შესახებ დღეს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრთან დავით სერგეენკოს სატელეფონო საუბარი შედგა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, რეჯებ აკდაღის თქმით, მისი ოფისი უშუალოდ კურირებს საქართველოს დაშავებული მოქალაქეების მკურნალობის პროცესს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა აბაშიძე

კომენტარები