დონალდ ტრამპი

ტრამპი დიდ ბრიტანეთს მისთვის "თბილი მიღების" მოწყობის შემთხვევაში ესტუმრება


ფოტო: Getty Images

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერესა მეის მისთვის "თბილი მიღების" უზრუნველყოფა სთხოვა - მხოლოდ ამ პირობის დაკმაყოფილების შემდეგ იქნება მზად დიდ ბრიტანეთში ჩასასვლელად. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტაბლოიდი The Sun საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. The Sun-ის ინფორმაციით, მათი წყარო დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური სამსახურის მაღალჩინოსანია.

საუბრის სავარაუდო ტრანსკრიპტიდან ირკვევა, რომ ტრამპს ბრიტანულ მედიაში მისი ვიზიტის გაშუქების პოზიტიურად საკითხი საკმაოდ აღელვებს და პრემიერმინისტრს ამ საკითხის მოგვარებას სთხოვს.

"როდესაც გავიგებ, რომ კარგ დახვედრას მომიწყობენ მაშინ ჩამოვალ, მანამდე არა", - ამბობს ტრამპი. "მე ისევე მინდა ჩამოსვლა, მაგრამ არ ვჩქარობ, თუ თქვენ დახვედრის საკითხს გამოასწორებთ ეს ჩემთვის ბევრად მარტივი იქნებოდა. მე ბოლო პერიოდში ბრიტანული მედია კარგად არ მაშუქებს", - ტერესა მეისთან საუბარში ამბობს ტრამპი. 

ტრანსკრიპტის მიხედვით, მეიმ ტრამპს განუცხადა - "ხომ იცით ბრიტანული მედია როგორია". 

გასულ კვირაში ოფიციალურად დადასტურდა, რომ დონალდ ტრამპის ბრიტანეთში ვიზიტი 2018 წლამდე გადაიდო. თავდაპირველად ტრამპი გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლას წელსვე გეგმავდა. 

კომენტარები