ე.წ ქართველთა მარში

ბოკერია: ჯგუფური გაუპატიურებისკენ მოწოდება ისჯება, ჩვენი ლიბერალური კანონებითაც კი

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ქსენოფობიური შეკრება ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორები მხრიდან თათია დოლიძეზე ჯგუფური გაუპატიურებით მუქარის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ ჯგუფური გაუპატიურებისკენ მოწოდება და რეალური ქმედებების დაგეგმვა, ისჯება კანონით. 

"ყველგან, დასავლეთში არსებობენ პუტინის პროპაგანდის გამტარებლები, ფაშისტები, შავრაზმელები, ეს სამარცხვინო ხალხი. რა თქმა უნდა, მათაც აქვთ სიტყვის თავისუფლება, მაგრამ თუ ისინი გადადიან ზღვარს და პირდაპირ მოუწოდებენ ძალადობისკენ - ამ შემთხვევაში 25 წლის გოგოს ჯგუფური გაუპატიურებისკენ და მის ადგილსამყოფელს ადგენენ, რეალურ ქმედებას გეგმავენ, ეს არის დასჯადი, ჩვენი ლიბერალური კანონებითაც კი. ისინი[ე.წ. ქართველთა მარში] არიან ივანიშვილის მთავრობის, კალაძის და მთელი ამ გუნდის სატელიტები, მოკავშირეები, რომლებიც მთავრობის და პუტინის მხარდაჭერით არსებობენ. ეს არის დიდი პრობლემა საზოგადოება უნდა შეიკრას ამ მთავრობის წინააღმდეგ, რომელმაც შექმნა ეს წინაპირობები, ანუ წაახალისა ეს ჯგუფები და ყველა ამ სამარცხვინო ამაზრზენი ჯგუფის წინააღმდეგ." - ამბობს ბოკერია.

Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია, ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა აბაშიძე

კომენტარები