ე.წ. ქართველთა მარში

შსს: ვალდებულები არ ვართ, თათია დოლიძის საქმეზე გამოძიება დავიწყოთ

0 კომენტარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოტო: georgiaabout.com

ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორების მიერ ჯგუფური გაუპატიურების მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება არ დაუწყია. ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მათთვის განცხადებით არავის მიუმართავთ და უწყება ვალდებული არაა გამოძიება დაიწყოს.

Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა აბაშიძე

კომენტარები