ე.წ. ქართველთა მარში

ქალთა მოძრაობა: თათია დოლიძეზე გაუპატიურების მუქარის გამო, შსს-მ დაიწყოს გამოძიება

0 კომენტარი

"ქალთა მოძრაობა" თათია დოლიძეზე ჯგუფური გაუპატიურების მუქარის გამო, განცხადებას ავრცელებს. მოძრაობის განცხადებით, შემაშფოთებელია გარემოება, რომ ხელისუფლება დუმს, როგორც 14 ივლისს გამართულ აქციაზე, ასევე მისი ორგანიზატორებისა და ლიდერების "სიძულვილით სავსე პროპაგანდის შესახებ". 

მათი თქმით, სახელმწიფოს დუმილი უქმნის პრობლემას ყველას, ვისაც "ქართველთა მარშის" წევრებისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. 

"ვითარება იმდენად გროტესკული გახდა, რომ უკვე ქალის გაუპატიურებაზე ღიად მეოცნებე ჯგუფი გვესაუბრება საზოგადოების, ქართველების, ტრადიციების სახელით. მსგავსი ფიგურები “ქართველობას”, როგორც ასეთს, რასიზმთან, სიძულვილთან, ძალადობასთან, ქალთმოძულეობასთან აიგივებენ - რასაც, ჩვენი ღრმა რწმენით, ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქე უნდა შეეწინააღმდეგოს. შესაბამისად, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მოვითხოვთ:

  • მედია საშუალებებმა გამოუცხადონ ბოიკოტი “ქართული მარშის” ორგანიზატორებს, არ მიიწვიონ ისინი გადაცემებში, არ მისცენ ღია ტრიბუნა. გაუპატიურების მხარდამჭერი პირები არ შეიძლება იყვნენ ლეგიტიმური “მხარე”, ან საზოგადოების რომელიმე ნაწილის წარმომადგენლები.
  • მთავრობამ გააკეთოს ოფიციალური განცხადება და გამოხატოს თავისი პოზიცია როგორც ქსენოფობიური მარშის, ისე ახალგაზრდა ქალის მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენასთან და ძალადობის მუქარასთან დაკავშირებით;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს გამოძიება და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები გაუპატიურების შესაძლო მუქარის თაობაზე;
  • მუქარის ავტორებმა საჯარო ბოდიში მოიხადონ სიძულვილის ენის და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო,"- წერია განცხადებაში. 

Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"დღეს ყველა ქართველები ვართ" - ჯონ მაკკეინის სიტყვა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს

კომენტარები