ნარკოდანაშაული

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული თორნიკე კაჭარავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

0 კომენტარი
თბილისის საქალაქო სასამართლო ფოტო: ფოკუსი / ტაბულა

პრეზიდენტის შვილის მეგობარი, ნარკოდანაშაულში ბრალდებული თორნიკე კაჭარავა სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლემ კაჭარავას აღკვეთის ღონისძიებად 15 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. კაჭარავამ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ თქვა, რომ ნარკოპოლიტიკა და "პოლიციის რეპრესიული მანქანა" უნდა შეიცვალოს.

"უნდა დაინგრეს ეს სისტემა. მე ვთვლი, რომ აუცილებლად საჭიროა ფართომასშტაბიანი ამნისტია, იმიტომ რომ არიან ადამიანები, ვინც მარტო ნარკოპოლიტიკის გამო არ ზიან, ზიან იარაღის გამო და ციხე სავსეა ასეთი ადამიანებით. ასე რომ, უნდა შეიცვალოს თვითონ ეს მანქანა“ - თქვა კაჭარავამ და აღნიშნა, რომ პოლიციის დამოკიდებულებაც უნდა შეიცვალოს.

„წინა ხელისუფლება ამის გამო შევცვალეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ხელისუფლება მიხვდება თავის შეცდომებს” - ამბობს ბრალდებული.

თორნიკე კაჭარავა მიმდინარე წლის 15 მაისს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალდებულის მტკიცებით, მას ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო და სცემა. 

ამასთან, პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილი, 21 მარტს, გადაცემა არჩევანში აცხადებდა, რომ თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ. მისივე თქმით, კაჭარავა დაჭერის შიშის გამო სახლიდან ვერ გამოდიოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ 16 წელი გავიდა

კომენტარები