იაპონია

იაპონიაში წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 34 ადამიანი ემსხვერპლა

Mainichi

იაპონიის კუნძულ კიუშიუზე წყალდიდობასა და მეწყერის შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა. 7 ადამიანი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სტიქია ხანგრძლივმა წვიმებმა გამოიწვია.

სამაშველო ოპერაციაში იაპონიის თავდაცვის ძალების, პოლიციისა და სახანძრო სამსახურის 2 ათასზე მეტი თანამშრომელია ჩართული. 

სტიქიის შედეგად, განადგურებულია სახლები, გზები და რკინიგზის ხიდები.

კომენტარები