სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეას სამხედრო მოლაპარაკებების გამართვას სთავაზობს

AP

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეას სამხედრო მოლაპარაკებების გამართვას სთავაზობს.

როგორც ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, მოლაპარაკება მიზნად ისახავს კორეის გამყოფ საზღვარზე დაძაბული სამხედრო მდგომარეობის მოგვარებას. მდგომარეობის დაძაბვა ფხენიანის მიერ შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტების მორიგ გამოცდას მოყვა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჩე ინმა, გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მხარეებს შორის დიალოგი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა.

ინი ჩრდლოეთ კორეას მშვიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერასაც სთავაზობს და აღნიშნავს, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია მათთვისაც, ვისაც ფხენიანის ატომური იარაღის პროგრამის დასრულება სურს.

სამხრეთ კორეას ჩრდილოეთიდან ჯერ პასუხი არ მიუღია, თუმცა თუკი მოლაპარაკებები შედგება, 2015 წლის მერე ეს იქნება პირველი შეხვედრა ქვეყნის ოფიციალურ პირებს შორის.

კომენტარები