ე.წ ქართული მარში

თბილისის მთავარ სამმართველოში თათია დოლიძის გამოკითხვა მიმდინარეობს

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში/Fb.com

თბილისის მთავარ სამმართველოში გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის თათია დოლიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. დოლიძე სამმართველოში დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თათია დოლიძის მიმართ მუქარაზე გამოძიება დღეს დაიწყო.

Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია, ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.

კომენტარები