საქართველო-უკრაინა

პოროშენკო: საქართველო და უკრაინა ორივე რუსული აგრესიის ობიექტია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა პოროშენკოს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. 

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის დელეგაციებთან ერთად პირისპირ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და რუსულ აგრესიაზე ისაუბრეს. ასევე, ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. 

"ჩვენი ქვეყნები იბრძვიან დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის. საქართველო და უკრაინა ორუვე რუსული აგრესიის ობიექტია,"- განაცხადა პეტრო პოროშენკომ. 

გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ საქართველო-უკრაინას შორის "სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. 

პოროშენკოს ვიზიტი სიმბოლურად საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს ემთხვევა.

კომენტარები