ლაზერული იარაღი

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ლაზერული იარაღი გამოცადეს

AP

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სპარსეთის ყურეში ლაზერული იარაღი გამოცადეს.

CNN-ის ცნობით, ტესტირების დროს, სამხედროებმა სპეციალურად გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, ლაზერული სისტემა 50-ჯერ უფრო სწრაფად მოქმედებს, ვიდრე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა და შეუძლია სამიზნე სინათლის სისწრაფით გაანადგუროს. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ იარაღი საექსპერიმენტო არ არის და მზად არის სრულფასოვანი გამოყენებისთვის.

ლაზერული სისტემა, რომლითაც აღჭურვილია სადესანტო ხომალდი USS Ponce, საფრენი აპარატებისა და მცირე კატერების გასანადგურებლად გამოიყენება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალები უკვე მუშაობენ მეორე თაობის ლაზერულ იარაღზე, რომელიც რაკეტების განადგურებას შეძლებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლაზერული იარაღი უხმოა და მისი დანახვა სპეციალური მოწყობილობების გარეშე შეუძლებელია. იარაღის ფასი, დაახლოებით, 40 მილიონი დოლარია.

კომენტარები