საქართველოს საპატრიარქო

თბილისის საკრებულომ საპატრიარქოს ორი მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადასცა

საპატრიარქო

ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, თბილისის საკრებულომ საპატრიარქოს ორი მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადასცა.

ჭიჭინაძის (1154 კვ.მ) და ანგია ბოჭორიშვილის (3185 კვ.მ) ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთები საპატრიარქოს თბილისის საკრებულოს 6 და 27 ივნისის განკარგულებებით, საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ხელმოწერის საფუძველზე გადაეცა.

განკარგულებებში გასხვისების მიზნობრიობა დასახელებული არ არის.

კომენტარები