შსს

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 4 ბანგლადეშელი დააკავეს

3.bp.blogspot.com/

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხოეთის 4 მოქალაქე დააკავა. 

შსს-ის ცნობით, სარფში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის 4 მოქალაქე - 1986 წელს დაბადებული შანი დ., 1990 წელს დაბადებული მოჰამმად ბ., 1986 წელს დაბადებული ნაჯმულ ნ. და 1982 წელს დაბადებული მოჰამედ ს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ,"- წერია განცხადებაში. 

გამოძიება სსსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობას. 

კომენტარები