ფეხბურთი

ვაკო ყაზაიშვილი პირველი ქართველია, რომელმაც MLS-ში გოლი გაიტანა

24 წლის ვაკო ყაზაიშვილი პირველი ქართველია, რომელმაც აშშ-ის მთავარ საფეხბურთო ლიგა MLS-ში გოლი გაიტანა.

გუშინდელი შეხვედრა ფეხბურთელისთვის პირველი ოფიციალური მატჩი იყო. ვაკო ყაზაიშვილი ერთი თვეა, რაც San Jose Earthquakes-ის ფეხბურთელია.

2011-2016 წლებში ყაზაიშვილი არნემის "ვიტესში"თამაშობდა.

ცნობისთვის, საფეხბურთო გუნდი San Jose Earthquakes აშშ-ის მთავარი საფეხბურთო ლიგის დასავლეთ კონფერენციაში თამაშობს.

კომენტარები