საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

სინოდი: პატრიარქმა ვითარცა დედამ ჩვილი, ხელში აყვანილი გვატარა, მოგვასულიერა

patriarchate.ge

საქართველო საპატრიარქო მიტროპოლიტ დანიელის მიერ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წმიდა სინოდის სახელით წარმოთქმულ სიტყვას აქვეყნებს. სიტყვა სამ თარიღს ეძღვნება - ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავის იუბილეს, ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავს.

"სულიერად და ფიზიკურად მრავალვნებული ერი ქართველთა 40 წლის მანძილზე მისმა უწმიდესობამ, ვითარცა დედამ ჩვილი, ხელში აყვანილი გვატარა, მრავალი განსაცდელიდან უვნებლად გამოგვიყვანა, მოგვასულიერა, მოგვაძლიერა და ფეხზე დაგვაყენა.

მან აღგვიდგინა და განამტკიცა უმთავრესი საძირკველი ჩვენი ცხოვრებისა – კულტურა ღმერთთან სულიერი კავშირისა, რწმენა ამ კავშირის აუცილებლობისა და ნდობა ეკლესიისა, სადაც ეს კავშირი აღესრულება. გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს", - წარმოთქვა მიტროპოლიტმა დანიელმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ამბიონიდან, წმიდა სინოდის სახელით.

კომენტარები