საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

სინოდი: 40 წელია პატრიარქი მოსესავით მიგვიძღვება... უდაბნოდან თავისუფლებისკენ

წმინდა სინოდი
wikipedia.org

 

საქართველო საპატრიარქო მიტროპოლიტ დანიელის მიერ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წმიდა სინოდის სახელით წარმოთქმულ სიტყვას აქვეყნებს. სიტყვა სამ თარიღს ეძღვნება - ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავის იუბილეს, ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლისთავს.

"ქართველნო, ერთად ღვთისაკენ" – უკვე მრავალი წელია გაისმის ერის სულიერი მამის მოწოდება. 40 წელია მისი უწმიდესობა ბიბლიური მოსე წინასწარმეტყველის მსგავსად მიგვიძღვება სულიერი მონობიდან განთავისუფლების გზაზე. ეს 40 წელი ჩვენი ქვეყნისთვის ებრაელი ერის უდაბნოში მოგზაურობის მსგავსად, იყო აღსავსე მრავალი განსაცდელით. მე-40-ე წელს ვითარცა ბრძმედში გამოწრთობილი და განწმენდილი ებრაელი ხალხი ღირსი გახდა აღთქმულ ქვეყანაში შესვლისა და თავისუფლების მოპოვებისა", - წარმოთქვა მიტროპოლიტმა დანიელმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ამბიონიდან, წმიდა სინოდის სახელით.

კომენტარები