კრიმინალი

შსს: ეგვიპტის მოქალაქეს სუპერმარკეტში პლანშეტი მოპარეს, ფაქტზე ორი პირი ვამხილეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტზე ორი პირი ამხილა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ეგვიპტის მოქალაქეს, 1999 წელს დაბადებულ ბიშიო მაგდი კოლტა ჰილალის ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სუპერმარკეტში, „ლენოვოს“ ფირმის პლანშეტი მოპარეს.

'სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პლანშეტი ქალაქ ზესტაფონში ამოიღეს და 1995 წელს დაბადებული რ.ც. და 1996 წელს დაბადებული ს.ხ. ქურდობის ფაქტზე ამხილეს. ორივე მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს შსს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები