ნარკოტიკების ჩადება

პოლიციელმა ნარკოტიკის ჩადება შემთხვევით თვითონვე გადაიღო [VIDEO]

Vox.com

არც ისე ცოტაა ისეთი ისტორიები, რომელშიც სამართალდამცავები თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ, თუმცა საკმაოდ მცირე იმ ისტორიების რაოდენობა, რომელშიც პოლიციელი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისას საკუთარ თავს ვიდეოს უღებს.

სწორედ ეს მოხდა სულ ცოტა ხნის წინ ბალტიმორშიც, როდესაც გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელი შემთხვევით ვიდეოს უღებს საკუთარ თავს, როცა დანაშაულის ადგილას ნარკოტიკებს მარხავს. 2017 წლის იანვარში გადაღებულ ვიდეოში, რომელიც Fox Baltimore-მა გამოაქვეყნა, პოლიციის ოფიცერი რიჩარდ პინეირო წამლებით სავსე ჩანთას გზაზე ნაგვის ქვემოთ დებს, შემდეგ კი გზას აგრძელებს. რამდენიმე წამში ის კამერას რთავს, ბრუნდება ისევ იმ გზაზე და ისე იქცევა, თითქოს, ნარკოტიკები ადგილზე პირველად შენიშნა. 

პინეირომ შემდეგი შეცდომა დაუშვა - მან აშკარად არ იცოდა, რომ ზოგიერთი კამერა ინახავს კადრის ბოლო 30 წამს, სანამ კამერას უშუალოდ არ გაააქტიურებენ. ამიტომაც, მთელი მისი შოუ ჩანაწერზე დაფიქსირდა. 

"მე აქ შევამოწმებ," ამბობს პინეირო ობიექტივში, როდესაც კამერას რთავს. მიდის იმ ადგილას, სადაც ნარკოტიკები დამარხა და თითქოს ათვალიერებს იქაურობას. საბოლოოდ მიდის იმ წერტილამდე, სადაც ნარკოტიკი ეგულება, მათ იღებს და ამბობს "იო!" ამის შემდეგ სხვა ოფიცრებიც მოდიან და ისე იქცევიან, თითქოს ამ აღმოჩენით გაოცებულები არიან. 

ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებულის სასამართლო ამ კვირას გაიმართა, თუმცა BuzzFeed-ის ინფორმაციით, პროკურორმა მას ყველა ბრალდება მოუხსნა, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა აღმოაჩინა და ნახა ეს ვიდეო. 

Vox-ის ინფორმაციით, ბალტიმორის პოლიციის დეპარტამენტი ამბობს, რომ ვიდეოში მყოფ 3 ოფიცერზე მიმდინარეობს გამოძიება. ერთერთი მათგანი გადააყენეს, ხოლო 2-ზე კი მოქმედებს ადმინისტრაციული სასჯელი.

კომენტარები