ე.წ ციანიდის საქმე

მეუფე პეტრე: მინდა ვამხილო ის უსინდისო გადაწყვეტილება, რომლითაც სხდომები დახურულია

exclusivenews.ge

ე.წ ციანიდის საქმეზე დღეს სასამართლოს ჩვენებას ჭყონდიდი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მისცემს. პეტრე ცაავა სასამართლოში უკვე მივიდა. მეუფე პეტრემ დარბაზში შესვლამდე აღნიშნა, რომ ჩვენების მიცემისას იმ განცხადებებს დაადასტურებს, რასაც ის სატელევიზიო ეთერით აკეთებდა. ასევე მისი თქმით, ის აპირებს ამხილოს ის სამარცხვინო გადაწყვეტილება რის გამოც ე.წ "ციანიდის საქმის" პროცესები დახურულია. 

„პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა და ვამხილო ის უსინდისო, უსამართლო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომები არის დახურული, დანარჩენს შემდეგ ვისაუბრებ. მე პირველად ვიქენი დაკითხული ჩემი სატელევიზიო განცხადებებიდან გამომდინარე დ მზად ვარ იგივე დავადასტურო რასაც ვამბობდი ტელევიზიებით.“- თქვა მეუფე პეტრემ.

ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. პროკურატურამ დეკანოზი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა.

კომენტარები