რემზის წყევლა და ცნობილი ადამიანების სიკვდილი

რემზის წყევლა - ყოველთვის, როცა ფეხბურთელს გოლი გააქვს, ცნობილი ადამიანი კვდება

საფეხბურთო კლუბ არსენალის ნახევრმცველ აარონ რემზიზე არაერთ ხუმრობას შეხვდებით ინტერნეტში. მაგალითად, როცა რომელიმე ცნობილი ადამიანი კვდება სოციალური ქსელები ფეთქდება კითხვით "რემზიმ გოლი გაიტანა?" ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ყოველთვის, როცა ფეხბურთელს გოლი გააქვს, აუცილებლად კვდება ერთი ან ზოგჯერ ორი ცნობილი ადამიანიც კი. 

ოსამა ბინ ლადენი, უიტნი ჰიუსტონი, პოლ უოლკერი, ალან რიკმანი, დევიდ ბოუი - ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ცრურწმენის თანახმად, რემზიმ იმსხვერპლა. 

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების გარდაცვალებისა და აარონ რემზის გოლების თანხვედრის სტატისტიკას:

2011 წლის მაისი

1 მაისს რემზიმ გოლი გაიტანა, 2 მაისს კი, ოსამა ბინ ლადენი კვდება.

2011 წლის ოქტომბერი

2 ოქტომბერს რემზის გოლი გააქვს, 5 ოქტომბერს სტივ ჯობსი კვდება. 
19 ოქტომბერს რემზის ისევ გააქვს გოლი, 20-ში კი მუამარ კადაფი კვდება. 


2012 წლის თებერვალი

11 თებერვალს რემზიმ გოლი გაიტანა, იმავე დღეს ცნობილი მომღერალი უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა. 

2013 წლის მარტი

21 მარტს რემზიმ გოლი გაიტანა, რასაც 22-ში კალათბურთელ რეი უილიამსისა და 23-ში ბორის ბერეზოვსკის სიკვდილი მოყვა.

2013 წლის ნოემბერი

30 ნოემბერს რემზიმ გოლი გაიტანა, იმავე დღეს პოლ უოლკერი მოკვდა.

2014 წლის აგვისტო

10 აგვისტოს რემზიმ გოლი გაიტანა, მეორე დღეს კი, 11 აგვისტოს ცნობილი მსახიობი რობინ უილიამსი გარდაიცვალა.

2016 წლის იანვარი 

9 იანვარს რემზიმ გოლი გაიტანა, 10 იანვარს დევიდ ბოუი მოკვდა.
13 იანვარს რემზიმ მორიგი გოლი გაიტანა, 14 იანვარს კი ალან რიკმანი მოკვდა.

2017 წლის ივლისი 

19 ივლისს რემზიმ გოლი გაიტანა, 20 ივლისს კი Linkin Park-ის ვოკალისტმა ჩესტერ ბენინგტონმა თავი მოიკლა. 

რასაკვირველია, არანაირი კავშირი ცნობილი ადამიანების გარდაცვალებასა და რემზის გატანილ გოლებს შორის არ არსებობს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ რემზის "ანგარიშზე" უკვე 11 გარდაცვლილი ადამიანია, მომდევნო გოლის მოლოდინს, შიშისგან ვერ დავცლით. 

კომენტარები