ავტოსაგზაო შემთხვევა

ფონიჭალაში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

Getty Images

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. შემთხვევა ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ოპელის, მერსედესისა და ჰონდას მარკის ავტომობილები შეეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები