იარაღი

შსს: აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ს., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბრაუნინგის სისტემის პისტოლეტი და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს", - წერია განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

კომენტარები