თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა თანამდებობა დატოვა

CNN

თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა თანამდებობა დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, სპაისერმა თანამდებობის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპაისერის წინააღმდეგობის მიუხედავად, კომუნიკაციების დირექტორად ნიუ იორკელი ფინანსისტი ენტონი სკარამუჩი დანიშნა. სკარამუჩის თქმით, მას შემდეგ, რაც ტრამპმა მას პოსტი შესთავაზა, პრეზიდენტმა სპაისერს სთხოვა, თანამდებობაზე დარჩენილიყო, რაზეც სპაისერმა უარი განაცხადა. მისი თქმით, სკარამუჩის დანიშვნა თეთრ სახლში არსებულ კითხვებსა და ეჭვებს გაამყარებდა.

თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი სპაისერის პირველი მოადგილე სარა ჰაკაბი სანდერსი იქნება.

კომენტარები