საქართველოს რკინიგზა

GR: მელუას კონცერტის გამო, თბილისი-ბათუმის მატარებლები Black Sea Arena-სთან გაჩერდება

საქართველოს რკინიგზა

საქართთველოს რკინიგზის ინფორმაციით, ქეთი მელუას კონცერტის გამო, თბილისი-ბათუმის მატარებლები Black Sea Arena-სთან გაჩერდება.

"ქეთი მელუას კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის, ასევე, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით, 23 და 24 ივლისს, ყველა მოძრავ ელექტრომატარებელზე დაემატება გაჩერება Black Sea Arena-ს სიახლოვეს, ახალაშენებულ ბაქანზე", - წერია განცხადებაში.

ქეთი მელუას კონცერტი 23 ივლისს გაიმართება.

კომენტარები