ტენდერები

მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიისგან შსს 176 მანქანას ყიდულობს

facebook.com/parliamentgeo

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანია "იბერია ავტოცენტრისგან" შინაგან საქმეთა სამინისტრო 176 მანქანას ყიდულობს. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ამისთვის ხეჩიკაშვილის კომპანია 8 642 860 ლარს მიიღებს.

ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანია ტენდერში უკონკურენტო იყო.

აღსანიშნავია, რომ მანქანები შს მინისტრობისას ირაკლი ღარიბაშვილმაც იყიდა და კომპანია ჯი-თი მოტორსს ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი გადაუხადა. ამ კომპანიის წილის მფლობელები ქართული ოცნების შემომწირველები არიან. ახლა ირკვევა, რომ მაშინ ნაყიდი ავტომობილები საპოლიციო საქმიანობისთვის შეუფერებელი აღმოჩნდა.

კომენტარები