მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა

ქართველმა მოსწავლეებმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 6 მედალი მოიპოვეს

რიო-დე-ჟანეიროში გამართულ მათემატიკის 58-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების ექვსივე წევრმა მედლების მიღება შეძლო და გუნდურ ჩათვლაში 111 ქვეყანას შორის 12-ე ადგილზე გავიდა.

ალექსანდრე საათაშვილმა ოქროს, საბა ლეფსვერიძემ და ნიკოლოზ ბირკაძემ ვერცხლის, ხოლო დავით ხვედელიძემ ბრინჯაოს მედლები მიიღეს. ისინი კომაროვის სკოლის მოსწავლეები არიან.

ვეკუას სკოლის მოსწავლეებმა დავით თათოშვილმა და ირაკლი შალიბაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.

კომენტარები