ე.წ. ქართველთა მარში

ევროპული საქართველოს აქციის მონაწილეები აღმაშენებელზე იკრიბებიან

ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს მიერ დაანონსებული აქცია-მსვლელობა "არა რუსულ ფაშიზმს" აღმაშენებლის გამზირზე დღეს, 20:00 საათზე იმართება. აქციის მონაწილეები ადგილზე უკვე იკრიბებიან.

აღმაშენებლის გამზირზე, მოშორებით, პოლიციელების გარემოცვაში, შეკრებილი არიან ე.წ. ქართველთა მარშის წევრებიც. მათ შორის ნახავთ ჯონდი ბაღათურიას, დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ტრისტან წითელაშვილს და სხვებს. მიუხედავად იმისა, რომ სანდრო ბრეგაძემ თქვა, რომ პატრიარქს ემორჩილება და აქციის ჩატარებისგან თავს იკავებს, ისინი მაინც აღმაშენებელზე იმყოფებიან - როგორც ამბობენ, ვერ გადაწყვიტეს, ტარდება თუ არა კონტრაქცია.


ფოტო: ტაბულა


ფოტო: ტაბულა

აღმაშენებლის გამზირზე პოლიციელთა უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. გზა მსვლელობისთვის ჯებირებითაა შემოსაზღვრული.

აქციის გაუქმება პატრიარქმა ევროპულ საქართველოსაც სთხოვა, რასაც პარტიაში უარით უპასუხეს. როგორც ისინი ამბობენ, "აქციის ჩატარებისგან თავი მათ უნდა შეიკავონ, ვინც 25 წლის გოგოს გაუპატიურებით ემუქრება". [ე.წ. ქართველთა მარშის წევრები 25 წლის ქალის კრიტიკას სწორედ ასეთი "გეგმით" შეხვდნენ].

კომენტარები