24 ივლისს, თბილისის რვა რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

newcastle.gov.za

დღეს, 24 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდიაშვილის მოედნის, აბესაძის, ლერმონტოვის, აბო თბილელის, ახოსპირელის, კუფტინის, გრიგოლ ხანძთელის, ანტონ კათალიკოსის, საიათნოვას და ბერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV და V მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

12 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 16:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას I შესახვევის, ვერეს II შესახვევის და კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტერენტი გრანელის, არაგვისპირელის, ქვლივიძის, ვერჰანის და კოტე ხიმშიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები