წყალმომარაგება

24-26 ივლისს, თბილისის ნაწილს წყალი დღე-ღამეში მხოლოდ 7 საათით მიეწოდება

ერიკ თაიერი / REUTERS

პეკინის ქუჩაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოების გამო, სამი დღის განმავლობაში, თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

”უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის 24, 25, 26 ივლისს, დილის 11.00 საათიდან საღამოს 19.00 საათამდე, ასევე საღამოს 23.00 საათიდან დილის 08.00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

  • საბურთალოს რაიონში: თამარაშვილის, ნუცუბიძის და მიმდებარე ქუჩებს; ნუცუბიძის და ვაჟა-ფშაველას კვარტლებს; 
  • ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, კეკელიძის, მცხეთის და მიმდებარე ქუჩებს. 
  • მთაწმინდის რაიონში: ბაგებს, წყნეთს და კიკეთს 24-იდან 26 ივლისის ჩათვლით წყალმომარაგება შეეზღუდება 17.00სთ-დან მომდევნო დღის 13.00 საათამდე; 

"კომპანია მიმდინარე სამუშაოების წარმოებისას, მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ დამატებით ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ასევე კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ”ფეისბუქისა” და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge”,- აცხადებს GWP.

კომენტარები