ისრაელი

იორდანიაში, ისრაელის საელჩოზე თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

იორდანიის დედაქალაქ ამანში, ისრაელის საელჩოზე მომხდარ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. ისრაელის სამართალდამცავების ცნობით, დაღუპულებს შორის ერთი ისრაელის, მეორე კი იორდანიის მოქალაქეა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.

ისრაელის საგამოძიებო უწყებების თანამშრომლების ცნობით, თავდამსხმელი დურგალი იყო, რომელიც ისრაელის საელჩოს რეზიდენციაში მუშაობდა. ინციდენტი ავეჯის შეცვლის გამო მოხდა. მოკლულები არიან ისრაელი დარაჯი და სახლის მფლობელი იორდანიის მოქალაქე. 

აღსანიშნავია, რომ 1994 წელს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ეს ერთერთი ყველაზე სერიოზული ინციდენტია. იორდანიის დედაქალაქში მომხდარ თავდასხმას წინ უსწრებდა იერუსალიმში მდებარე ალ აქსას მეჩეთთან მეტალის დეტექტორების დამონტაჟება, რასაც იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოჰყვა. დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი.

კომენტარები