ტურიზმი

ივნისში ქართველმა ვიზიტორებმა საბანკო ბარათებით რეკორდული თანხა 112 მილიონი დახარჯეს

0 კომენტარი
რომი, ტრევის შადრევანი ფოტო: flickr.com

ვიზალიბერალიზაციის შედეგად საქართველოს მოსახლეობას გამარტივებული წესით შეუძლია ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობა, რის გამოც ამ ქვეყნებში ტურისტული ნაკადი გაზრდილია. ვიზალიბერალიზაციით 3 თვეში 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში გაცემული საგადახდო ბარათებით უცხოეთის ტერიტორიაზე ივნისში 112 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა. ეს მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია და ის 2016 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება. უცხოეთში ქართული ბარათებით განხორციელებული ოპერაციების დინამიკა 2014-2017 წლებში ასე გამოიყურება:

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ვიზიტორების მიერ საბანკო ბარათებით დახარჯულ თანხას მან ივნისში 165 მილიონი ლარი შეადგინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები