"მომავალ შეხვედრამდე" - Linkin Park-ის გამოსამშვიდობებელი წერილი ჩესტერ ბენინგტონს

Linkin Park-ის წევრებმა ჯგუფის ვოკალისტს ჩესტერ ბენინგტონს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, გამოსამშვიდობებელი წერილი დაუწერეს. 

გთავაზობთ ტექსტს სრულად:

"ძვირფასო ჩესტერ, 

შენ იმდენი ადამიანის სიცოცხლეს შეეხე, შეიძლება, იმაზე მეტსაც, ვიდრე თავად აცნობიერებდი. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიყვარულისა და მხარდაჭერის ფქვევა იხილე, როგორც საჯაროდ, ისე პირადად. ტალინდა და ოჯახი ძალიან აფასებას ამას და უნდათ, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ შენ იყავი საუკეთესო ქმარი, შვილი და მამა. ოჯახი ვეღარასდროს იქნება სავსე შენ გარეშე. 

როდესაც ვლაპარაკობდით მომავალ ერთობლივ წლებზე, შენი აღტაცება გადამდები იყო. უშენობამ ისეთი სიცარიელე დატოვა, რომელიც ვერასდროს შეივსება - ოთახს აკლია ბობოქარი, მხიარული, ამბიციური, კრეატიული, კეთილი და სულგრძელი ხმა. 

ჩვენ ვცდილობთ, საკუთარ თავს შევახსენოთ, რომ დემონები, რომლებმაც შენი თავი წაგვართვეს, ყოველთვის იყვნენ გარიგების ნაწილები. საერთო ჯამში ხომ ადამიანებს სწორედ იმის გამო უყვარდებოდი, თუ როგორ მღეროდი ამ დემონებზე. შენ უშიშრად გამოგყავდა ისინი წინა ფლანგზე და, ამის კეთებისას, ყველას ერთად გვკრავდი და გვასწავლიდი, რომ ვყოფილიყავით უფრო ადამიანურები. 

ჩვენი სიყვარული მუსიკის კეთებისა და შესრულებისადმი დაუშრეტელია. ჩვენ არ ვიცით, ჩვენი მომავალი საითკენ წავა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე უკეთესი გახადე. მადლობა ამ საჩუქრისთვის. ძალიან გვიყვარხარ და გვენატრები.

მომავალ შეხვედრამდე,

LP,"- წერია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში. 

Linkin Park-ის ვოკალისტმა ჩესტერ ბენინგტონმა 20 ივლისს 41 წლის ასაკში მოიკლა თავი. მომღერალი წლების განმავლობაში იყო დამოკიდებული ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე. ერთერთი ინტერვიუსას მან თქვა, რომ ერთხელ სუიციდი სცადა, რადგან პატარაობისას უფროსმა მამაკაცმა მასზე იძალადა.

ჩესტერი ძალიან ახლოს იყო კრის კორნელთან, რომელმაც ასევე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 2017 წლის მაისში. 20 ივლისს კი, კორნელის 53-ე დაბადების დღე უნდა ყოფილიყო. 

კომენტარები