კონტრაბანდა

საგამოძიებო: 2 პირს დიდი ოდენობით ეთილის სპირტი საზღვარზე უკანონოდ გადმოჰქონდა

ფინანსთა სამინისტრო

2 პირს საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ეთილის სპირტი დარღვევით გადმოჰქონდა - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ორგანიზებით, 2017 წლის 16 ივლისს, საქართველოში იმპორტის რეჟიმით შემოვიდა დაახლოებით 28 000 ლიტრი ეთილის სპირტი. სახელმწიფოს მიერ დადგენილი შესაბამისი საბაჟო მოსაკრებლისა და გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, ბრალდებულებმა შემოტანილი სპირტი რეექსპორტის რეჟიმში მოაქციეს. რეექსპორტის განხორციელების ნაცვლად, მათ იმპორტირებული სპირტი, მალულად, ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში განთავსებულ ავზებში გადაიტანეს, რათა შემდგომში მისი უკანონო რეალიზაცია მოეხდინათ", - წერია განხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა საბაჟო წესის დარღვევით იმპორტირებული 28 000 ლიტრი ეთილის სპირტი და მისი გადატანისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება. მათივე ინფორმაციით, ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, უკანონოდ იმპორტირებული სპირტის საბაზრო ღირებულება 347 388 ლარს შეადგენს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 11 წლამდე.

კომენტარები