ისრაელი-პალესტინის ურთიერთობა

ისრაელი ალ-აქსას მეჩეთის შესასვლელში დამონტაჟებულ მეტალოდეტექტორებს მოხსნის

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ისრაელის ხელისუფლებამ იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის შესასვლელში დამონტაჟებული მეტალოდეტექტორების მოხსნა გადაწყვიტა.

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მან გაითვალისწინა თავდაცვისა და უსაფრთხოების სამინისტროს რეკომენდაცია და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

ისრაელის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომების გამკაცრება 14 ივლისს აღნიშნულ ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ მიიღო, როდესაც 3-მა შეიარღებულმა პალესტინელმა ცეცხლი გახსნა, თავდასხმას 2 ისრაელელი სამართალდამცველი ემსხვერპლა.

უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ადგილობრივების უკმაყოფილება და გამოსვლები მოყვა. პალესტინამ კი ისრაელი იერუსალიმის წმინდა ადგილის გაკონტროლების მცდელობაში დაადანაშაულა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეტალოდეტექტორებს უმაღლესი ტექნოლოგიის ვიდეოკამერები შეცვლის, რომლებსაც სახეების ამოცნობა შეუძლიათ. 

ალ-აქსას მეჩეთი ერთ-ერთი აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე მთავარი მუსლიმური სიწმინდეა, რომელიც ებრაული ტაძრის ნანგრევებზეა აშენებული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები