შსს

შსს-მ ნარკოდანაშაულის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 

"შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1962 წელს დაბადებული ზ.მ. თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე დააკავეს,"- ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 57 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით, 0,52604 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. 

შსს-ის ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ზ.მ. ბეფრენორფინის და მარიხუანას უკანონო მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. მათივე ცნობით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

გამოძიება დაწყებულია სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას.

კომენტარები