შრომითი უფლებები

დიდ დიღომში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა, შრომის ინსპექციამ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

metro.us

დიდ დიღომში მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულმა შრომის ინსპექციამ აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი, ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

კომენტარები