ვატიკანი

ვატიკანში გვალვის გამო 100 შადრევანი დაკეტეს

Max Rossi / Reuters

გვალვისა და ქვეყანაში წყლის რესურსების დაზოგვის გამო, რომის პაპმა ვატიკანში 100 შადრევნის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის ორი ბაროკოს ღირშესანიშნაობას მიეკუთვნება.

ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენლის გრეგ ბურკეს თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც იძულებულები გახდნენ, შადრევნები დაეკეტათ.

“ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც ვატიკანი სოლიდარობას უცხადებს რომის მოსახლეობას კრიზისის დაძლევაში”- განაცხადა ბურკემ.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სიცხეების გამო, რომის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სასმელი წყლის გარეშე დარჩენა ემუქრება.

კომენტარები