საგარეო ვაჭრობა

იმპორტი 8%-ით გაიზარდა - საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო საქონლის რეიტინგი

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

2017 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში იმპორტი 8.8%-ით გაიზარდა და მან $3.58 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში საქართველოს მთავარი საიმპორტო საქონელი ნავთობი იყო, მასზე მთლიანი იმპორტის 8% მოდიოდა. მეორე ადგილზე ავტოიმპორტია, რაც მთლიანი იმპორტის 6%-ია. იმპორტში ასევე მაღალი წილი ეჭირა მობილურ ტელეფონებს (მათ შორის სმარტფონებს), რაც იმპორტის 2.6%-ს შეადგენდა. აღნიშნულ პერიოდში იმპორტი ექსპორტს თითქმის სამჯერ აღემატებოდა.

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო საქონელი:

1) ნავთობი (ბენზინი, დიზელი, საავიაციო ნავთი და სხვა) - $285 მილიონი, ზრდა წინა წელთან 17%. წილი მთლიან იმპორტში 7.9%

ფოტო: Reuters

2) ავტომობილები - $222 მილიონი (აქედან $84 მილიონი რეექსპორტზე გავიდა). 2016 წელთან შედარებით ავტოიმპორტი 7%-ით არის გაზრდილი. მისი წილი მთლიან იმპორტში 6.2%

ფოტო: flickr.com

3) ბუნებრივი აირი - $182 მილიონი, ზრდა წინა წელთან 22%. წილი მთლიან იმპორტში 5.1%

ფოტო: Reuters

4) სპილენძის მადნები - $166 მილიონი, ზრდა წინა წელთან 48%. წილი მთლიან იმპორტში 4.6%

ფოტო: Reuters

5) მედიკამენტები - $138 მილიონი, ზრდა წინა წელთან 5%, წილი მთლიან იმპორტში 4.6%

ფოტო: flickr.com

6) მობილურები (მათ შორის სმარტფონები) - $91 მილიონი, ზრდა წინა წელთან 41%. წილი მთლიან იმპორტში 2.6%

7) ხორბალი - $47 მილიონი, ზრდა წინა წელთან 56%. წილი მთლიან იმპორტში 1.3%

ფოტო: mechanization.ge

8) კომპიუტერები - $37 მილიონი, ზრდა წინა წელთან 33%. წილი მთლიან იმპორტში 1%

ფოტო: Reuters

9) ელექტროენერგია - $36 მილიონი, ზრდა წინა წელთან 124% (ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა წილის დასაწყისში ენგურჰესის სარემონტო გაჩერებას უკავშირდება), წილი მთლიან იმპორტში 1%

ელექტროგადამცემი ხაზები გორისკენ მიმავალ გზაზე ფოტო: თამარა ქურდაძე / ტაბულა

10) არმატურა - $34 მილიონი, კლება წინა წელთან 27%, წილი მთლიან იმპორტში 1%

ფოტო: Thomas Peter / Reuters

სხვა დანარჩენი საქონელი: $2.3 მილიარდი დოლარი, ზრდა წინა წელთან 4%

რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებელს, ამ პერიოდში მთლიანმა ექსპორტმა $1.25 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 32%-ით მეტია. ექსპორტის მკვეთრი ზრდის მიუხედავად ის მაინც ჩამორჩება წარსულში არსებულ მაჩვენებლებს:

2012-2016 წლებში (წლის პირველი ნახევრები) საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლები ასე გამოიყურებოდა:

  • 2012 იანვარი-ივნისი $1.14 მლრდ.
  • 2013 იანვარი-ივნისი $1.23 მლრდ.
  • 2014 იანვარი-ივნისი $1.41 მლრდ.
  • 2015 იანვარი-ივნისი $1.08 მლრდ.
  • 2016 იანვარი-ივნისი $947 მილიონი
  • 2017 იანვარი-ივნისი $1.25 მლრდ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები